მამუკა მდინარაძე: სულ რომ ათეისტი იყო, ამ ინსტიტუტს - ეკლესიას, უნდა სცემდე პატივს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, საფუძველს შენი, ქართული ეროვნული იდენტობისა

მამუკა მდინარაძე: სულ რომ ათეისტი იყო, ამ ინსტიტუტს - ეკლესიას, უნდა სცემდე პატივს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, საფუძველს შენი, ქართული ეროვნული იდენტობისა

სულ რომ ათეისტი იყო, ამ ინსტიტუტს - ეკლესიას, უნდა სცემდე პატივს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, საფუძველს შენი, ქართული ეროვნული იდენტობისა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

„ეკლესია დღეს ძალიან მყარად დგას სიმართლის, ტრადიციების დაცვის მხარეს და ჩვენი რელიგია ყოველთვის სწორი პოზიციის ავანგარდში იყო, ჩვენი ეკლესიაც შესაბამისად. აქედან გამომდინარე, დარტყმები ჩვენი ოპოზიციის მხრიდან მიდის ეკლესიის წინააღმდეგ. ეკლესია არის ის ინსტიტუტი, რომელსაც სულ რომ ათეისტი იყო, ამ ინსტიტუტს უნდა სცემდე პატივს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, საფუძველს შენი, ქართული ეროვნული იდენტობისა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ლეგიტიმაცია მივიღოთ წინა საარჩევნოდ, არჩევნები არაფერ შუაშიაო არ ვამბობთ. ჩვენი მიზანია, არჩევნების საშუალებით მივიღოთ ლეგიტიმაცია, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ კიდევ უფრო მყარი ჩანაწერი, ჩვენი ეკლესიის და მართლმადიდებლური რელიგიის სტატუსის, პოზიციის უფრო მეტად წარმოჩენისათვის, ასამაღლებლად, ხარისხის გასაუმჯობესებლად ამ საყრდენის, როგორც კონსტიტუციური დათქმის“,- განაცხადა მდინარაძემ.