მამუკა მდინარაძე: მაშინ, როდესაც მოვახერხეთ გვემხილებინა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი, იძულებულები გახდნენ მოეხსნათ დღის წესრიგიდან ასეთი პარტიული აქტივობები

მამუკა მდინარაძე: მაშინ, როდესაც მოვახერხეთ გვემხილებინა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი, იძულებულები გახდნენ მოეხსნათ დღის წესრიგიდან ასეთი პარტიული აქტივობები

მაშინ, როდესაც მოვახერხეთ გვემხილებინა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი, იძულებულები გახდნენ მოეხსნათ დღის წესრიგიდან ასეთი პარტიული აქტივობები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

„ეს იყო, ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი, იმიტომ რომ დემოკრატიასთან არაფერი ჰქონდა მას საერთო. ეს იყო პარტიული ღონისძიებების დაფინანსება უცხოური ფულით და ამის მხილება მოვახერხეთ ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის ნაწილს ჟურნალისტებსაც არ დაგიკარგავთ ამ ღვაწლს ქვეყნის წინაშე. როდესაც მოვახერხეთ, გვემხილებინა ეს ე.წ. ფესტივალი იძულებულები გახდნენ, მოუწიათ ჩაეხსნათ და მოეხსნათ დღის წესრიგიდან ასეთი პარტიული აქტივობები“,- აღნიშნა მდინარაძემ.