მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, გაცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობას

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, გაცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობას

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე „განხილული იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება“.

„განხილული იყო მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია და ამ კამპანიის ფარგლებში დასახული მიზანი, რომ ეს არ არის მარტივი, გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუმცა, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, გაცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამაზე გვქონდა საუბარი - რა ლეგიტიმური გზით უნდა მიაღწიოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.