მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ

თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი - ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს, რომელმაც თავის მხრივ, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლა დაემთავრებინა.

სააკაშვილის თქმით, მთელს მსოფლიოს აინტერესებს მისი აზრი, თუმცა „მოსამართლეს და მის პატრონებს - არა“.

„მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ მამთავრებინებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ - თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. „ეკონომისტს“ და მთელს მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ ბ,ატონო მოსამართლე და თქვენს პატრონებს არ აინტერესებთ. ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ. ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვეთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით! ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ვიცხოვრებთ კეთილდღეობაში, მშვიდობაში და დიქტატურის გარეშე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მერაბ.g ესაა მიხელის სააკაშვილი - მფორთხავი, მწამებელი, მძარცველი, ლაჩარი, მატყუარა, ქვეყნის მოღალატე!
2 თვის უკან
Maverick შენ ხარ მიხუილო სუკაშვილი როგორც შეგარქვეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა!
2 თვის უკან
amo შეიძლება ეს ხელიუფლება წავიდეს, მაგრამ შენ მაინც ვერ დაბრუნდები.
2 თვის უკან
თომა სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქის აღმდგენი, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დამრქვევი მოღალატე ხარ შენ და ყველა ის დეპუტატი ვინც მაშინ სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქის აღდგენას ხმა მისცა და ახალგორის რაიონის მოღალატეობრივად დაკარგვას ხმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოღალატე მიხეილ სააკაშვილი.
2 თვის უკან