გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით ცვლილებები არის განხორციელებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროექტში შედგენილია განსხვავებული და უფრო ჰუმანური მიდგომებით.
„მაგალითისთვის, ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე შემოტანა, ამ დანაშაულზე არ გავრცელდება ამნისტიის პროექტი. არასრულწლოვან მსჯავრდადებულებსა დაკავშირებით, ასევე, იმ ქალ მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით რომლებიც განზრახ დანაშაულისთვის მანამდე მსჯავრდადებულები არ იყვნენ, განსხვავებული და უფრო ჰუმანური მიდგომა გვაქვს შემოთავაზებული ვიდრე მამაკაცის შემთხვევაში. ქალების შემთხვევაში, არასრულწლოვანების შემთხვევაში გვაქვს ერთი მესამედით შემცირება. ერთი მეექვსედის ნაცვლად, ერთი მეხუთედით, ხოლო განახევრების ნაცვლად ორი მესამედით შემცირება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.