იაგო ხვიჩია: „სირცხვილიამ“ აზრი დაუკარგა იმას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, აზრი ისედაც არ ჰქონდა, მაგრამ ვითომ რაღაც პროცესების მედროშე იყო და თავად დარეგისტრირდა

იაგო ხვიჩია: „სირცხვილიამ“ აზრი დაუკარგა იმას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, აზრი ისედაც არ ჰქონდა, მაგრამ ვითომ რაღაც პროცესების მედროშე იყო და თავად დარეგისტრირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის დასრულებამდე „სირცხვილიამ“ აზრი დაუკარგა იმას, რაც იქ მიმდინარეობს, ვითომ რაღაც პროცესების მედროშე იყო და თავად დარეგისტრირდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, „სირცხვილიას“ ბულინგი ბუნებრივია.

„სირცხვილია“ ბულინგს იმსახურებს. თავად აბულინგებდნენ ხალხს დაუმსახურებლად თუ დამსახურებით. „სირცხვილია“ სამარცხვინოდ მოიქცა და ბულინგიც ბუნებრივია. ბულინგის მიღმა არ ლაპარაკობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, „სირცხვილიას“ ქმედება მხოლოდ მათი სიბრიყვით არ იყო განპირობებული, ეს იყო შეთანხმება „ქოცებთან“. სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციები უაზროდ იმიტომ იშლებოდა, რომ მას სუს-ი მართავდა. ეს არის კვინტესენცია და მტკიცებულება იმის, რასაც ამდენი ხანია, ვამბობ. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის დასრულებამდე ამ ორგანიზაციამ აზრი დაუკარგა იმას, რაც იქ მიმდინარეობს. აზრი ისედაც არ ჰქონდა, მაგრამ ვითომ რაღაც პროცესების მედროშე იყო და თავად დარეგისტრირდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. 31 აგვისტოს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.