ალუდა ღუდუშაური: ამნისტია თავისთავად ვერ იქნება ხელაღებით ის პროცესი, რომ მივიდეთ, სასჯელაღსრულების კარი გავაღოთ და ყველა იყოს გათავისუფლებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოქროს შუალედი გვაქვს მოსაძებნი

ალუდა ღუდუშაური: ამნისტია თავისთავად ვერ იქნება ხელაღებით ის პროცესი, რომ მივიდეთ, სასჯელაღსრულების კარი გავაღოთ და ყველა იყოს გათავისუფლებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოქროს შუალედი გვაქვს მოსაძებნი

ამნისტია თავისთავად ვერ იქნება ხელაღებით ის პროცესი, რომ მივიდეთ, სასჯელაღსრულების კარი გავაღოთ და ყველა იყოს გათავისუფლებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოქროს შუალედი გვაქვს მოსაძებნი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა მედიასთან.

„ამნისტია თავისთავად ვერ იქნება ხელაღებით ის პროცესი, რომ მივიდეთ, სასჯელაღსრულების კარი გავაღოთ და ყველა იყოს გათავისუფლებული. შეიძლება პიროვნულად არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვინდა, რომ ვინმე პატიმარი იყოს, მაგრამ სასჯელის გარდაუვალობის მიზანიც სწორედ ეს არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოქროს შუალედი გვაქვს მოსაძებნი და სასწორის პინაზე ყოველთვის დილემურად არის გადასაწყვეტი, მოიძებნოს სამართლიანი და ერთგვარად თანაზომადი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდება. ამნისტია არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს.