დავით ქართველიშვილი: მინდა შევახსენო, BLM და Antifa მოძრაობების მქონე ამერიკაში რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც  ტრამპისა არ იყოს გარკვეული საიდუმლოებებისთვის ფარდის ახდას გვპირდება

დავით ქართველიშვილი: მინდა შევახსენო, BLM და Antifa მოძრაობების მქონე ამერიკაში რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც  ტრამპისა არ იყოს გარკვეული საიდუმლოებებისთვის ფარდის ახდას გვპირდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობერტ კენედის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, რობერტ კენედიმ ფარდა ახადა ამერიკის გეგმებსა და მათ ღირებულებებს. 
„გახსოვდეთ - სად და ვის გარემოცვაში გიწევთ ცხოვრება.“- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ რობერტ კენედიმ ფარდა იმ საიდუმლოებებს ახადა, რომლის გამოც ამერიკელები სიკვდილისათვის იმეტებენ კონკურენტებს, ამის მაგალითად კი მან დონალდ ტრამპზე თავდასხმა გაიხსენა.

„აღშფოთებული შეშფოთებით მომიწია რობერტ კენედი "ჯუნიორის" განცხადების მოსმენა, რომელმაც "ხალხის ძალის" საუკეთესო ტრადიციებში ფარდა ახადა ამერიკულ: "დემოკრატიას", "სამართლიანობას", "არაკორუმპირებულობასა" და "პაციფიზმს". წარმომიდგენია, ასეთ ამერიკაში მოღვაწე სახელმწიფო დეპარტამენტის მესვეურებსა და სპიკერებს რა დონის შეშფოთებული აღშფოთება ემართებათ ხოლმე ღირსების, სამართლიანობის, სიყვარულის, მრწამსისა და მშვიდობის მოყვარე-საქართველოზე.

საამაყო და საბედისწერო გვარის ღირსეულ წარმომადგენელ ბატონ რობერტს კი მაინც მინდა შევახსენო: რასიზმის, კუ-კლუქს-კლანის, BLM და Antifa მოძრაობების მქონე მის სამშობლოში რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც დონალდ ტრამპისა არ იყოს - მსოფლიოს, 11 სექტემბრის საიდუმლოებებსა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მატარებელი კუნძულების ცნობილ "ბინადართა" შესახებ, ფარდის ახდას გვპირდება.

ნუ დაგვანახებთ, ბატონო რობერტ, ვინმე მეთიუ მილერის კმაყოფილ-შეწუხებულ სახეს და აღშფოთებული შეშფოთებით აღსავსე მის განცხადებას ნუ მოგვასმენინებთ რომელიმე მხიარულ ბრიფინგზე - ღმერთმა არა ქნას, იმ შემთხვევაში, თქვენ რამე რომ დაგმართონ. გახსოვდეთ - სად და ვის გარემოცვაში გიწევთ ცხოვრება. ვერც ერთი მოციქულის წილხვდომილობაც ვერ დაგიცავთ, რამე რომ იყოს. და ვერც ინდიელების ტომთა რომელიმე ბელადთა სულები, რამეთუ ისინიც კი ძლიერ არიან თქვენზე განაწყენებულნი...“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.