რობერტ კენედი უმცროსი: უკრაინამ უნდა გასცეს კორპორაციებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც ევროპის პურის კალათაა

რობერტ კენედი უმცროსი: უკრაინამ უნდა გასცეს კორპორაციებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც ევროპის პურის კალათაა

ამერიკელმა პოლიტიკოსმა, რობერტ კენედი უმცროსმა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაცემულ სესხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პირობა, რომელიც უკრაინას დაუწესდა, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მულტინაციონალური კორპორაციებისთვის გადაცემა.

კენედი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ   მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწის 30 პროცენტი,  უკვე გასხვისებულია, მყიდველი კომპანიები კი „ბლექროკის“ შემადგენლობაში შედიან,

„რა არის სესხის პირობები, რომელსაც ჩვენ მათ ვუწესებთ?  პირველი, უკიდურესად მკაცრი პროგრამა: თუ უკრაინაში ღარიბი ხარ, სამუდამოდ ღარიბი იქნები.  მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი - უკრაინამ უნდა გასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  მთელი თავისი აქტივები მულტინაციონალურ კორპორაციებზე, მათ შორის, მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწა - ყველაზე დიდი აქტივი ევროპასა და უკრაინაში. ათასი წელია ომი მიმდინარეობს ამ მიწის გამო. ეს არის ყველაზე მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მსოფლიოში, ეს ევროპის პურის კალათაა.

თითქმის 500 000 ბავშვი, უკრაინელი ბავშვი - დაიღუპა იმისთვის, რომ ეს მიწა უკრაინის შემადგენლობაში ყოფილიყო. მათ თითქმის არ იცოდნენ ამ სესხის პირობის შესახებ. უკვე გაყიდეს ამ მიწის 30 პროცენტი. მყიდველები იყვნენ Dupont, Cargill და Monsanto. როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის ყველა ეს კომპანია? - დიახ, „ბლექროკს“. შემდეგ კი, დეკემბერში, პრეზიდენტმა ბაიდენმა დადო კონტრაქტი უკრაინის აღდგენის შესახებ და როგორ ფიქრობთ, ვინ გააფორმა ეს კონტრაქტი? „ბლექროკმა“.“ - განაცხადა მან.

რობერტ კენედის თქმით, აღნიშნულ ძალებს უკვე აღარც კი აინტერესებთ, რომ საზოგადოებამ იცის მათი ქმედებების შესახებ, ვინაიდან მათ იციან, რომ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ძველი სტრატეგიის დახმარებით შეუძლიათ. ეს სტრატეგია, კენედის განმარტებით, არის ის, რომ ხალხს ერთმანეთთან ომში ამყოფებენ, ისინი სხვადასხვა ჯგუფს აიძულებენ ერთმანეთის სიძულვილს.

„ასე რომ, ისინი აკეთებენ ამას ჩვენს თვალწინ, მათ აღარც კი აინტერესებთ, რომ ჩვენ ვიცით, რადგან მათ იციან, რომ შეუძლიათ თავის დაღწევა. საიდან იციან ეს? - მათ აქვთ სტრატეგია. ეს არის ძველი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ისინი ერთმანეთთან ომში გვამყოფებენ. ისინი გვაიძულებენ ერთმანეთის სიძულვილს. ისინი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შავებს თეთრების ერთმანეთს აპირისპირებენ და ყველა იმ განსხვავებულ ჯგუფს, რომელსაც შეამჩნევენ.“ - აღნიშნა კენედიმ.

მერაბ.g სწორედ ეს მიწებია ომის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი; 'ბლექროკს უკცე წაღებული აქვს უკრაინის შავმიწანიადაგიანი ზოლის დიდი ნაწილი (17 ათასი ჰა, ანუ ორნახევარჯერ მეტი რაც საქართველოა მთიან მდინარეებიანად) ახლა დანარჩენებს უტევენ; ისმის კითხვა: რისთვის იღუპებიან უკრაინელები და რისთვის პარტახდება ქვეყანა?
ახლა სანამ წაიყვანს უბედურებას ომის დაწყების მეორე მთავარი მიზანი - ომით რუსეთის დასუსტება, არავინ იცის!
2 თვის უკან