მიჩ მაკკონელს ჰკითხეს: „ნამდვილად გვაქვს საშუალება, რომ დავხარჯოთ 113 მილიარდი დოლარი უკრაინაში?“, მან თქვა: "ნუ ნერვიულობთ. ის ნამდვილად არ მიდის უკრაინაში. ის მიემართება ამერიკული თავდაცვის მწარმოებლებისკენ." ასე რომ, მან უბრალოდ აღიარა, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა და როგორ ფიქრობთ, ვინ ფლობს თითოეულ ამ კომპანიას? დიახ, „ბლექროკი“ (BlackRock), - აღნიშნულის თაობაზე ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავალმა, რობერტ კენედი უმცროსმა ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინისთვის გაცემულ თანხას სესხი დაარქვეს, ვინაიდან შეძლონ, რომ პირობები დააწესონ. კენედი გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, რომლის თანახმად, უკრაინამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა უნდა გადასცეს მულტინაციონალურ კომპანიებს, რომლებსაც, თავის მხრივ, ცნობილი კომპანია „ბლექროკი“ ფლობს.
„ტიმ სკოტმა რესპუბლიკელების დებატების დროს თქვა: "არ ინერვიულოთ, ეს არ არის საჩუქარი უკრაინისთვის. ეს არის სესხი“.
ფიქრობთ, რომ ეს სესხი ოდესმე დაბრუნდება? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რატომ ეძახიან მას სესხს? იმიტომ, რომ თუკი ისინი ამას სესხს დაუძახებენ, მაშინ შეეძლებათ, სესხის პირობები დააწესონ. და რა არის სესხის პირობები, რომელსაც ჩვენ მათ ვუწესებთ? პირველი, უკიდურესად მკაცრი პროგრამა: თუ უკრაინაში ღარიბი ხარ, სამუდამოდ ღარიბი იქნები. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი - უკრაინამ უნდა გასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი თავისი აქტივები მულტინაციონალურ კორპორაციებზე, მათ შორის, მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწა - ყველაზე დიდი აქტივი ევროპასა და უკრაინაში. ათასი წელია ომი მიმდინარეობს ამ მიწის გამო. ეს არის ყველაზე მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მსოფლიოში, ეს ევროპის პურის კალათაა.
თითქმის 500 000 ბავშვი, უკრაინელი ბავშვი - დაიღუპა იმისთვის, რომ ეს მიწა უკრაინის შემადგენლობაში ყოფილიყო. მათ თითქმის არ იცოდნენ ამ სესხის პირობის შესახებ. უკვე გაყიდეს ამ მიწის 30 პროცენტი. მყიდველები იყვნენ Dupont, Cargill და Monsanto. როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის ყველა ეს კომპანია? - დიახ, „ბლექროკს“. შემდეგ კი, დეკემბერში, პრეზიდენტმა ბაიდენმა დადო კონტრაქტი უკრაინის აღდგენის შესახებ და როგორ ფიქრობთ, ვინ გააფორმა ეს კონტრაქტი? „ბლექროკმა“.“ - განაცხადა რობერტ კენედიმ.