რობერტ კენედი უმცროსი უკრაინაზე: დიდი ხარჯები გვექნება ომის შემდეგ, როცა უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ჩვენვე გავანადგურეთ

რობერტ კენედი უმცროსი უკრაინაზე: დიდი ხარჯები გვექნება ომის შემდეგ, როცა უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ჩვენვე გავანადგურეთ

“ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომლის მოგვარებასაც რუსები არაერთხელ ცდილობდნენ, პირობებით, რომლებიც ძალიან, ძალიან მომგებიანი იყო უკრაინისთვის და ჩვენთვის. მთავარი, რაც მათ სურდათ, იყო, რომ უკრაინა ნატოს გარეთ დაგვეტოვებინა,  -  ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა, რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

კენედის განმარტებით, მსხვილ სამხედრო კონტრაქტორებს ნატოში ახალი ქვეყნების გაწევრიანება მუდმივად სურთ, ვინაიდან ნატოს ახალ წევრებს, სამხედრო შესყიდვების წარმოება ალიანსის მოთხოვნების შესაბამისად მოუწევთ, რაც სწორედ ამ კომპანიებისთვის არის მომგებიანი.

„მსხვილ სამხედრო კონტრაქტორებს მუდმივად სურთ ნატოში ახალი ქვეყნების დამატება. რატომ? იმის გამო, რომ მაშინ ამ ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი სამხედრო შესყიდვები ნატოს იარაღის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული კომპანიები: Northrop Grumman, Raytheon, General Dynamics, Boeing და Lockheed - მიიღებენ ბაზარს, რომელიც ხაფანგშია მოქცეული.“ - განაცხადა კენედიმ.

მისივე განმარტებით, 2022 წლის მარტში, აშშ-ის მიერ 113 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის, საკმარისი არ აღმოჩნდა და ბაიდენმა შემდეგ კვლავ მოითხოვა 24 მილიარდის, ბოლოს კი - 60 მილიარდის გადაცემა. თუმცა, აშშ-ს მოუწევს გაცილებით დიდი ხარჯის გაღება მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება, რათა აღადგინონ მათ მიერვე განადგურებული.

„2022 წლის მარტში ჩვენ ჩავდეთ [ომში] 113 მილიარდი დოლარი. უბრალოდ მაგალითისთვის რომ მოგიყვანოთ, შეგვეძლო აგვეშენებინა სახლი ამ ქვეყანაში თითქმის ყველა უსახლკაროსთვის. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ 24 მილიარდი ჩავდეთ მას შემდეგ, ორი თვის წინ, ახლა კი პრეზიდენტი ბაიდენი ითხოვს კიდევ 60 მილიარდს. მაგრამ დიდი ხარჯების გაღება მოგვიწევს ომის შემდეგ, როცა უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ჩვენვე გავანადგურეთ.“ - აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.