დავით ქართველიშვილი: დიდი ალბათობით ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში - ამით ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალ გამამტყუნებელ განაჩენს

დავით ქართველიშვილი: დიდი ალბათობით ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში - ამით ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალ გამამტყუნებელ განაჩენს

დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ შეასრულებს "გამჭვირვალობის" კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში. ამით ისინი არა მხოლოდ დემონსტრაციულად კანონგარეშე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ მათთვის უცხო და გაუგებარ ქვეყანაში, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალი გამამტყუნებელი განაჩენისკენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

მისივე თქმით, გამჭვირვალობის მიმართ დემონსტრაციული დემარში თავისთავად გულისხმობს  არჩევნებში კატასტროფულ მარცხს. მანვე აღნიშნა, რომ აგენტოკრატების მიერ გაწერილი საარჩევნო "გაიდლაინები" წარმატებული იქნებოდა ნებისმიერ ბალტიისპირეთის სახელმწიფოში - ოღონდ არა საქართველოში.

„დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ შეასრულებს "გამჭვირვალობის" კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში. ამით ისინი არა მხოლოდ დემონსტრაციულად კანონგარეშე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ მათთვის უცხო და გაუგებარ ქვეყანაში, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალი გამამტყუნებელი განაჩენისკენ.

ეს ის მავნე ძალაა, რომელმაც 30-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის, 20-საუკუნოვან ქრისტიანობის მქონე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ქვეყანაში ღიად უპირისპირდება ხელისუფლების ისეთ საარჩევნო გადაწყვეტილებებს, როგორიც არის: კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლისა და ადგილის კიდევ უფრო განმტკიცება, კონსტიტუციაში LGBTQ+ თემის პროპაგანდის აკრძალვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამისთვის შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა და სხვა, ქვეყნის სამშვიდობო, ღირსეული და წარმატებული მომავლისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ აგებული პოლიტიკური დღის წესრიგი და გამჭვირვალობის მიმართ დემონსტრაციული დემარში თავისთავად გულისხმობს ამ ქვეყანაში არჩევნებში კატასტროფულ მარცხს. აგენტოკრატების მიერ მათთვის გაწერილი საარჩევნო "გაიდლაინები" წარმატებული იქნებოდა ნებისმიერ ბალტიისპირეთის სახელმწიფოში - ოღონდ არა საქართველოში. ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას აგენტოკრატები ჯიუტად არ იმჩნევენ, უარს აცხადებენ მასთან შეგუებაზე და სადომაზოხისტური სიამოვნებით აგრძელებენ ფოცხთან თავის ტრადიციულ თამაშებს, ვუდუს ცეკვების თანხლებით“, - წერს ქართველიშვილი.