დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჯგუფ Oasis-ის კონცერტებზე ყველა ბილეთი 10 საათში გაიყიდა. ინფორმაცია ჯგუფმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
ბილეთების გაყიდვა 31 აგვისტოს დაიწყო. მომხმარებელთა დიდი რაოდენობის გამო, ბილეთების გაყიდვების ვებგვერდმა Ticketmaster მუშაობაც კი შეწყვიტა.
ლიამ და ნოელ გალაჰერებმა ლეგენდარული ჯგუფის დაბრუნების შესახებ 27 აგვისტოს განაცხადეს და 2025 წლის ზაფხულში კონცერტებიც დააანონსეს.
Oasis-ი მანჩესტერში 1991 წელს ჩამოყალიბდა და 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კომერციულად წარმატებული ჯგუფი გახდა. ბენდი ბრიტ-პოპის „დიდ ოთხეულში“ შედის. 2009 წელს ნოელ გალაჰერმა ჯგუფიდან წასვლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ლიამთან ერთ სცენაზე ყოფნა აღარ შეუძლია. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ძმებს შორის მორიგი კონფლიქტის შემდეგ იყო მიღებული.