თამთა მეგრელიშვილი ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე:

თამთა მეგრელიშვილი ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე: "ქართულ ოცნებას" როგორც ხალხის არჩევანით 2012 წლიდან დღემდე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, გააჩნია მყარი საარჩევნო პოზიციები

დღევანდელი მოცემულობით „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, მაგრამ ის პოლიტიკურ ტონუსს ინარჩუნებს და სურს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია რათა უზრუნველყოს მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და საბოლოოდ დაამარცხოს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში,- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი  კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც,  ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. 

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საარჩევნო შედეგი იქნება პოლიტიკური იარაღი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ყველა ძალისათვის. 

“"ქართულ ოცნებას" როგორც ხალხის არჩევანით 2012 წლიდან დღემდე ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას, გააჩნია მყარი საარჩევნო პოზიციები. 
დღევანდელი მოცემულობით „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, მაგრამ ის პოლიტიკურ ტონუსს ინარჩუნებს და სურს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია რათა უზრუნველყოს მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და საბოლოოდ დაამარცხოს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში.
ამ საქვეყნო პოლიტიკის მიღმა რჩება ოპოზიციური სპექტრი, რომელიც თვლის, რომ დიდი ძმისადმი პოლიტიკური მონობა ერთადერთი გამოსავალია არჩევნების შედეგის შემდეგ მისი დესტრუქციული შინაარსისათვის.

სინამდვილეში 26 ოქტომბერს საარჩევნო შედეგი იქნება პოლიტიკური იარაღი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ყველა ძალისათვის.

ეს იქნება ამომრჩევლის პოლიტიკური არა ომზე, არეულობასა და დესტაბილიზაციაზე და მას ოპოზიციისთვის პოლიტიკური შოკის ეფექტი ექნება”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

მერაბ.g ბეჟაშვილს რაც უნდა კოლია ახობაძეს აქვს ... 60% არ ვიცი, მაგრამ ოცნება მეცოცხეებზე მინიმუმ სამჯერ მეტ ხმას რომ აიღებს, ამაზე სანაძლეოს ცამოვალ!
სიახლე? კი, ხალხს უნდა სიახლე - ცხოვრება მეცოცხეთა გარეშე!
2 თვის უკან