მედია: კამჩატკის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილ რუსულ ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, ნაპოვნია 17 ცხედარი

მედია: კამჩატკის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილ რუსულ ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, ნაპოვნია 17 ცხედარი

კამჩატკაში გაუჩინარებული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, წინასწარი შეფასებით, დაღუპულია, ამ დროისთვის უკვე ნაპოვნია 17 ცხედარი, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა. ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაუჩინარდა. ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა.