კიდევ ერთი დემოკრატი, ამჯერად ყოფილი კონგრესმენი ტულსი გაბარდი უერთდება ტრამპის გუნდს

კიდევ ერთი დემოკრატი, ამჯერად ყოფილი კონგრესმენი ტულსი გაბარდი უერთდება ტრამპის გუნდს

ყოფილმა დეპუტატმა, ტულსი გაბარდმა, ორშაბათს მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპს „არ დაუწყია არავითარი ახალი ომი“.

ორშაბათს, 26 აგვისტოს, შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ასოციაციაზე ტრამპმა გაბარდი წარადგინა და სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა. გაბარდმა რამდენიმე დღეში დაუჭირა მხარი ტრამპს მას შემდეგ, რაც რობერტ კენედი უმცროსმა შეაჩერა თავისი საპრეზიდენტო კამპანია და ტრამპის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„მე დარწმუნებით ვიცი, რასაც ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის ის მძიმე პასუხისმგებლობა, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისთვის, როგორც პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, ეკისრება“, − თქვა გაბარდმა, − „არ აქვს მნიშვნელობა, ჯარისკაცი ხარ, სამხედრო, საზღვაო ქვეითი თუ მეზღვაური, ის გულით გვატარებს თითოეულ ჩვენგანს გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ეს დავინახეთ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, როდესაც მან არა მხოლოდ არ დაიწყო ახალი ომი, არამედ მიიღო ზომები დეესკალაციისა და ომების თავიდან ასაცილებლად

მან გამოიჩინა გამბედაობა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველით მთავარსარდლისგან, როცა დიპლომატიის ყოველგვარი მეთოდი ამოწურულია. ჰქონდა მოწინააღმდეგეებთან, დიქტატორებთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეხვედრის გამბედაობა მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე და ომს უკანასკნელ საშუალებად განიხილავდა“, − დასძინა გაბარდმა, − „სიმართლე ის არის, რომ (და ეს უნდა აღინიშნოს, რადგან ნოემბერში ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც ერთიანი ქვეყანა) იმავეს ვერ ვიტყვით კამალა ჰარისზე. პირიქით − სინამდვილეში იგი საპირისპიროა. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ადმინისტრაცია მრავალ ომს აწარმოებს მრავალ ფრონტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, და ახლა უფრო ახლოს ვართ ბირთვული ომის ზღვარზე, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამო მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლს დაუბრუნდეს, სადაც იგი კვლავ მოგვემსახურება, როგორც ჩვენი მთავარსარდალი“.

წყარო: Breitbart | 🇺🇸🇺🇸 Former Rep. Tulsi Gabbard (I-HI) endorsed former President Donald Trump for president on Monday, noting that during his first term as … | Instagram

ლაზი ძალიან საინტერესო მინიშნებებია. ტრამპს ომი არ დაუწყიაო - სწორია, მაგრამ ბაიდენმა დაიწყო? თუ არ დაუწყია, მაშინ ამის ხაზგასმა რა საჭირო იყო? თანაც მაშინ, როცა მან ჯარი ჯარი გამოიყვანა ავღანეთიდან.
საქმე იმაშია რომ, რუსეთ უკრაინის ომი პროქსი ომია, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ და არც არავინ დაობს. ამ ომის მთავარი დამფინანსებელიც არ არის საიდუმლო.
ეს ომი რა თქმა უნდა რუსეთმა დაიწყო, მაგრამ როგორც მინიმუმ. პროვოცირებული მაინც გამოდის.
ამერიკას ნამდვილად არ გამოუჩენია არანაირი ქმედება ამ ომის თავიდან ასაცილებლად. ამერიკის სურვილის შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
თუ ომის თავიდან აცილება შეგიძლია და ამას არ აკეთებ, ე.ი. ომი (მით უმეტეს სხვისი ხელით) შენთვის, როგორც მინიმუმ, მისაღებია (თუ სასურველი არა).
ჰოდა მერე, რა გასაკვირია, თუ ვინმე იტყვის, რომ არსებობს ომის პარტია. არა კონკრეტულად რომელიმე რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტი, არამედ პოლიტიკური იდეა.
2 თვის უკან