ახალი წლის შემოსვლას გვილოცავს ყველასათვის საყვარელი პოეტი მუხრან მაჭავარიანი.
დარწმუნებულნი ვართ, ბატონი მუხრანის ყველა სიტყვა, მისი დალოცვა ნებისმიერი ქართველისათვის ძალიან ძვირფასია:
ბატონო მუხრან, მშობლიურ საჩხერეში შეხვდით ახალ წელს, თუ დედაქალაქში?
- ძირითადად თბილისში მიხდება ყოფნა და ეს დღესასწაულიც დედაქალაქში გავატარე.
საინტერესოა, თუ გიყვართ გამორჩეულად რომელიმე კერძი, რომლის გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ საახალწლო სუფრა?
- ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე მეტად ლობიო მიყვარს. სადღესასწაულო სუფრაზე კი აუცილებლად უნდა იყოს ინდაური. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ახალ წელზე აღმატებული შობის დღესასწაულია.
ბატონო მუხრან, როგორ დალოცავდით, რას უსურვებდით ქართველ ხალხს?
- ქართველ ხალხს უპირველესად მშვიდობას ვუსურვებ და რაც მთავარია, ერთიან, მთლიან საქართველოში ცხოვრებას. წინსვლისა და სიხარულის წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის 2010 წელი!