ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ წარადგინოს დელეგატები. უმეტესი მათგანი საერთოდ ბარიერს ვერ ლახავს. შესაბამისად, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია დელეგატებს ვერ წარადგენს და ამიტომ შურთ „ქართული ოცნების“

ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ წარადგინოს დელეგატები. უმეტესი მათგანი საერთოდ ბარიერს ვერ ლახავს. შესაბამისად, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია დელეგატებს ვერ წარადგენს და ამიტომ შურთ „ქართული ოცნების“

ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ წარადგინოს დელეგატები. უმეტესი მათგანი საერთოდ ბარიერს ვერ ლახავს. შესაბამისად, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია დელეგატებს ვერ წარადგენს და ამიტომ შურთ „ქართული ოცნების“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან მაჟორიტარული სისტემის დელეგატებით ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, აღმოიფხვრა. პრემიერის განცხადებით, ოპოზიციას ამ მიმართულებით სუბიექტური დამოკიდებულება აქვს, რადგან არ აქვს რესურსი პარლამენტში 30 დეპუტატი შეიყვანოს.

„ეს არის იმ ხარვეზის გარკვეულწილად შევსება, რომელიც დაკავშირებულია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან. სერიოზული ნაკლოვანება ახლავს თან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მთავარი ნაკლოვანება არის ის, რომ ასეთ დროს სუსტდება კავშირი არჩეულ დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის. ჯერ საარჩევნო პროცესში ნაკლები კომუნიკაციის რისკია და მერე უკვე, როცა აირჩევა პარლამენტი, შეიძლება მოიკლოს კომუნიკაციამ ამომრჩეველსა და არჩეულ დეპუტატებს შორის. სწორედ ამ ხარვეზის ნაწილობრივ შევსებას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, რომლის საფუძველზეც წარვადგენთ ჩვენ დელეგატებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი სუბიექტურები არიან ამ თვალსაზრისით. მათ არ აქვთ იმის რესურსი, რომ წარადგინონ დელეგატები ერთი მარტივი მიზეზის გამო - არც ერთ ოპოზიციურ პარტიას 30 დეპუტატის პარლამენტში შეყვანის რესურსი არ აქვს. რა დელეგატები უნდა წარადგინონ? უმეტესი მათგანი საერთოდ ბარიერს ვერ ლახავს. შესაბამისად, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია დელეგატებს ვერ წარადგენს და ამიტომ მარტივად შურთ „ქართული ოცნების“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.