ნიკა გვარამიამ გაიხსენა, რატომ მოახერხა საზოგადოებამ „იმედის“ დარბევის პირდაპირ ეთერში ნახვა

ნიკა გვარამიამ გაიხსენა, რატომ მოახერხა საზოგადოებამ „იმედის“ დარბევის პირდაპირ ეთერში ნახვა

აღიარებითი ჩვენება ნიკა გვარამიასგან - გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და პარტია „ახალის“ დამფუძნებლი წუხილს არა „იმედის“ დარბევაზე, არამედ იმაზე გამოხატავს, რომ საზოგადოებამ სიმართლე პირდაპირ ეთერში იხილა. გვარამია, რომელიც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, იხსენებს, რატომ ვერ მოხერხდა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ პირველივე წუთებში სრული გათიშვა და როგორ შეძლო საზოგადოებამ არხის დარბევისთვის პირდაპირ ეთერში ეყურებინა.

„შევიდა „სპეცნაზი“ და გამორთეს „იმედის“ ანძიდან. მირეკავს ჩემი ცოლი, ტელევიზიას არბევთო? საიდან მოიტანე მეთქი? აგერ, ვუყურებ პირდაპირ ეთერშიო. როგორ, პირდაპირ ეთერში უყურებ-მეთქი? არა, კი ვიცოდი, რომ ბრძანება იყო გაცემული, მართლა ის ხომ არ ვიყავი, სკოლის მოსწავლე. როგორ უყურებ-მეთქი პირდაპირ ეთერში გამორთულ ტელევიზიას? მე გეუბნები, რომ ვუყურებო და თუ მარტო ჩვენთან აჩვენებს, არ ვიციო. აღმოჩნდა, რომ გამორთეს ანძიდან ტელევიზია, გადაწყვეტილების მიმღებს ეგონა, რომ ანძაზეა მიბმული ყველა მაყურებელი. ამ დროს ანძა არის 15-20% მაყურებლების, მაშინ შეიძლება ერთი მესამედი ყოფილიყო. დანარჩენი არის სატელიტი, საკაბელო, ა.შ. მოკლედ, ანტენაშერჭობილ ტელევიზორს ვინც არ უყურებდა, ყველამ უყურა პირდაპირ ეთერში „იმედის“ დარბევას“, - განაცხადა გვარამიამ.