ამერიკის შეიარაღებული ძალების ამოცანა არც „დრაგ-შოუების“ მასპინძლობა, არც უცხო კულტურების ტრანსფორმაცია და არც მთელ მსოფლიოში იარაღის მუქარით დემოკრატიის გავრცელებაა - განაცხადა დონალდ ტრამპმა „ვესთ ფოინთის“ სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ამერიკელი სამხედროების ამოცანა ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე დომინირება და საფრთხეების ნეიტრალიზებაა.
„ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენი სამხედრო ძალების მთავარ მისიაზე: ამერიკის მტრების განადგურებაზე, ამერიკის მტრების მოკვლაზე და ჩვენი დიადი ამერიკული დროშის დაცვაზე ისე, როგორც არასოდეს“, - განაცხადა ტრამპმა.