ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა - ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა - ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

პროკურატურის ინფორმაციით, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში იყო დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, "ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა".

"ნათია მეზვრიშვილი მისი განცხადების საფუძველზე დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად თბილისის პროკურატურაში გასაუბრებაზე იქნა დაბარებული. მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე. ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა", - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური თავდასხმები მიჰყვა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

მერაბ.g ოცნება, ნუ იტყუებით ნაცებივით! რას ნიშნავს "გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა?"გამოძიებამ შესტავაზა ხელი მოეწერა "გასაუბრების ოქმზე" ასეთ დოკუმენტს ქართული კანონი არ იცნობს! გამოძიებას უნდა დაეწყო გამოძიება, გამოეკითხა მეხვრიშვილი, პაპუაშვილი და თუ საჭირო იქნებოდა სხვაც; ეს იქნებოდა კანონიერი! გაფრთხილდი ოცნება შეეშვილი ანცებივით ყუიოლების ტირაჟირებას, თორემ იმდენი ადამიანი დაგიჭერს მხარს, რამდენიც მეცოცხეებს!
2 თვის უკან