ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნეს წრეებთან გვქონდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ჩიკაგოში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და სენატორებთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო კავშირის აღდგენა მოხდეს.
„ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნეს წრეებთან გვქონდა.
უფრო მეტიც, ჩვენი ერთიანობის, ხუთი ნომრის გამარჯვება ამერიკასთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომლებსაც საქართველოში შემოვიყვანთ და ძლიერ საქართველოს ნიშნავს, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ერთად.
მიმდინარე კვირაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორ სენატორებთან იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს და აშშ-ს მჭიდრო კავშირების აღდგენა”, - განაცხადა ვაშაძემ.