ლევან ბეჟაშვილი: ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ - „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს!

ლევან ბეჟაშვილი: ყველა არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ - „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს!

ყოველი არჩევნების წინ “ქართული ოცნებისგან“ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ - “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს! - ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გასამართლების თაობაზე.

ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებით მმართველი პარტიის რეალური მიზანი საზოგადოების დაპირისპირება, დაყოფა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებაა.

“საზოგადოებას ყოველი არჩევნების წინ “ოცნებისგან“ მსგავსი ტექსტი ესმის - რომ უნდა დაამთავრონ “ნაციონალური მოძრაობა“, რომ უნდა გააქრონ რადარებიდან, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ყველას დაიჭერენ და ასე შემდეგ.

ყველა კარგად ხვდება, რომ ეს განცხადება მანიპულაციურია და რეალურად მოსახლეობას ატყუებენ. “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს - არც შეიძლება მთელი 12 წლის განმავლობაში ხალხს ღვარძლით, ბოროტებით და დაპირისპირებით კვებავდე - “ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს და თესავს ღვარძლს!“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, სამართლებრივი პროცესი დაიწყება, რომლის შედეგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.

მერაბ.g ანუ მეცოცხეები რომ გასასამართლებლები ხართ წამების, ქუჩაში დახვრეტების, ძარცვის, დარბევების, ფორთხვის, კოდორის უომრად დათმობისა და ჩვენს გამაშავებელ რეზოლუციაზე ხელმოწერისათვის ამას ვერც თქვენ უარყოფთ, კამერების გარეშე ყოფნისას! სხვა საკითხია, რომ ამ უხერხენლო ოცნებამ ეს აქამდე ვერ შეძლო
2 თვის უკან