სერგო ჩიხლაძე: ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, პოლიტიკური წარსულით და კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა - უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“

სერგო ჩიხლაძე: ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, პოლიტიკური წარსულით და კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა - უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“

ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“ - უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს იხილავთ, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება „ერთიანობის“ ლიდერებმა კონსენსუსის გზით მიიღეს.

„ერთიანობა“ იმიტომ ვართ „ერთიანობა“, რომ „ერთიანობის“ კარი ღიაა ყველა პლატფორმაზე მყოფი პოლიტიკოსისთვის, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ვისაც უნდა რეფორმები, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროპის კავშირში. ვფიქრობ, ხატია დეკანოიძე საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი პოლიტიკური წარსულით, საკუთარი კავშირებით მნიშვნელოვანი შემომატებაა „ერთიანობისთვის“. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას და მთლიანად „ერთიანობის“ ლიდერების გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ფაქტობრივად, კონსენსუსის გზით და უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ და თქვენ იხილავთ უახლოეს კვირებში კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც შემოუერთდება „ერთიანობას“. შეიძლება იყოს განსხვავებული აზრები, მაგრამ მთლიანობაში ეს არის გაერთიანების, „ერთიანობის“, 5 ნომრის გადაწყვეტილება. ნახეთ, რომ ყველა ლიდერი ამას მიესალმება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროოპტიმისტების" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეუერთდა. ხატია დეკანოიძე პარტიაში ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

მერაბ.g ჩიხლაძე, მანჯგალაძე, ჩალაძე, ბუაძე ამდენ უვიცობას რომ აფრქვევენ, სამადაშვილი, ვაშაძე, დეკანპიძე, გუბაზი, ბერძენიშვილი უპრინციპო, უპოზიციო, ხეირისთვის ყველაფრის მკადრებლები რომ არიან, ამიტომ არ უყვარს ხალხს პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი და ამიტომაცაა ნიჰილიზმი!
2 თვის უკან
მერაბ.g უვიცებისა და ლენჩების სიას ხაბე და მაჭარაშვილი უნდა დაემატოს აუცილებლად, პოლიტმეძავებს მ დუმბაძე; არაფერს ვამბობ ოცნების იმ 18 დეპუტატზე, რომლებოც აქტიური ნაცები იყვნენ; არც გამჭვირვალობისთვის მებრძოლ კობახიძეზე, პაპუაშვილზე, ოხანაშვილზე (სულ ცხრანი არიან) რომლებიც წლების მანძილზე ასოები იყვნენ და სულაც არ ადარდებდათ გამჭვირვალობის ნაკლებობა
2 თვის უკან