ლევან მაჭავარიანი: აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა

ლევან მაჭავარიანი: აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სასამართლოზე უნდა გასცენ პასუხი.

„ეს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა და ყველას აინტერესებს იმ კითხვებზე პასუხი, თუ როგორ აღმოვჩნდით რუსეთთან ომში და რატომ მოაწერეს ხელი მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც ამბობენ, რომ მათვე შეუქმნეს სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, იმისთვის რომ განეხორციელებინათ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ მოხდა ისე, რომ კოდორის ხეობას შეუცვალეს სახელი და უწოდეს ზემო აფხაზეთი და უმტკივნეულოდ, ტყვიის გასროლის გარეშე გადააბარეს რუსეთს.

ამის შემდეგაც იყო ქმედებები, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს. რატომ მიჰყიდეს ომის წაგების შემდეგ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს? უამრავი თემა დევს ხელის გულზე, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს და პირდაპირ ღალატის ნიშნები შეიმჩნევა. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გასცენ მათ ამ ყველაფერს პასუხი საჯარო სასამართლოზე“, - აცხადებს მაჭავარიანი.