“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო: „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, 4 წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდებ

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო: „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, 4 წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდებ

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ ძირითად პუნქტებზე, რისთვისაც სჭირდება მმართველ გუნდს  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება - საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.

თუმცა, ამ  უშუალო ამოცანასთან ერთად, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება“,- ნათქვამია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში

მერაბ.g ამდენს რომ იხვეწებით "ქუდზე კაციო", დააინტერესეთ ხალხი; გაათამაშეთ 2 ,ან 3 მილიონიანი მოგება - ყველა ბიულეტენი ხომ დანონრილია ... დათქმა იყოს, "თუ ამოსულ ბიულეტენს 41 აქვს მოხაზული, მაშინაა მომგებიანი"... მინიმუმ 1,4 მლნ ხმას აიღებთ, რაც 60%-ზე ბევრად მეტია :)) რამეს იტყვიან? მსოფლიო არჩევნების ისტორიას ახსოვს არაერთი სხვადასხვა ფორმით ამომრჩევლის დაინტერესების შემთხვევები, მათ შორის ლატარიაც!
რჩევა უფასოა!
მეცოცხეებიც იზამენ? მაშინ მოგიწევთ მოგების გაზრდა :))
3 თვის უკან
მერაბ.g თავისი ნომერი ხომ ყველას ემახსოვრება და მოგება შეიძლება სულაც მეორე ან მესამე დღეს გათამაშდეს! იდენტიფიკაცია? ყველამ რარაც ისეთი ნიშანი დაადოს, რომელიც ბიულეტენს არ გააფუჭებს!
3 თვის უკან