უახლოეს დღეებში წარვადგენთ თბილისის დელეგატებს, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია რეგიონებში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადავიდა და უახლოეს დღეებში ეს თბილისშიც მოხდება.
მან ასევე მომავალ პარლამენტში დელეგატების როლზე ისაუბრა.
„ეს ადამიანები გამოირჩევიან იმით, რომ არიან კეთილსინდისიერები, ქვეყნის პატრიოტები და მათ აქვთ ძალიან დიდი ავტორიტეტი კონკრეტულად იმ რეგიონებში, რომლებიც უნდა წარმოადგინონ, როგორც დელეგატებმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, იქიდან გამომდინარე, რომ რადგან სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვართ გადასულები, მაჟორიტარის ინსტიტუტის გარკვეულწილად ჩანაცვლება ხდება. მთლიანად ვერ ავსებს, რა თქმა უნდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებს და თბილისის შემთხვევაში რაიონებს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში, რომ უფრო ადვილად მიიტანონ მათი სათქმელი პარლამენტში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.