ქათმის სალათა სოკოთი

ქათმის სალათა სოკოთი

ინგრედიენტები

2   ჭიქა დაკონსერვებული სოკო

2   ცალი ქათმის მკერდი

1   ცალი ხახვი

2   ჭიქა დაჭრილი მჟავე კიტრი

2   ჭიქა დაკონსერვებული ბარდა

2   ცალი გახეხილი სტაფილო

მაიონეზი

ზეთი

მარილი და პილპილი

მომზადებ

ზეთი ტაფაზე გააცხელეთ. ქათმის მკერდი ორივე მხარეს მარილითა და პილპილით შეაზავეთ. წვით შებრაწვამდე. როცა შეიწვება დაჭერით პატარა კუბიკებად ან დააქუცმაცეთ.

ბარდა და სოკო გადაწურეთ და ცივი წყლის ქვეშ გაავლეთ.

მჟავე კიტრი პატარა კუბიკებად დაჭერით.

გახეხილი ან დაჭრილი სტაფილო და შუაზე გაჭრილი და რგოლებად დაჭრილი ხახვი ცხელ ტაფაზე მოთუშეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

ყველა ინგრედიენტი ერთად აურიეთ.

მოასხით მაიონეზი, ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.