გენო პეტრიაშვილი: მადლობა უფალს, რომ შევძელი - ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი

გენო პეტრიაშვილი: მადლობა უფალს, რომ შევძელი - ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ემოციებს ვერ გეტყვით, მგონია სიზმარში ვარ - არ მჯერა. მადლობა გულშემატკივარს. მადლობა უფალს, რომ შევძელი - ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი ოლიმპიური მედალია.

მერაბ.g 12:1 ალალი იყო, ის 2 ქულა ტყუილა ჩამოგვართვეს; სამართალმა მაინც პური ჭამა და 3 წლის წინანდელი ფატალური უიღბლობის ტკივილი დაგვავიწყდა!
გილოვავთ!
3 თვის უკან