დავით კირკიტაძე „დემოკრატიის ფესტივალზე“: ვისურვებდი უფრო დიდი და ფართო მასშტაბები ჰქონოდეს მსგავს ღონისძიებებს. სადაც ჩვენ ვართ, ყველგან იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ბანერი

დავით კირკიტაძე „დემოკრატიის ფესტივალზე“: ვისურვებდი უფრო დიდი და ფართო მასშტაბები ჰქონოდეს მსგავს ღონისძიებებს. სადაც ჩვენ ვართ, ყველგან იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ბანერი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, „დემოკრატიის ფესტივალის“ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მიესალმება.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ბანერები ყველგან იქნება წარდგენილი, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“.

„მისასალმებელია დემოკრატიაში მათ მიერ გაღებული წვლილი და მათ მიერ ჩადებული ინვესტიცია. ამიტომ, მივესალმები და ვისურვებდი უფრო დიდი და ფართო მასშტაბები ჰქონოდეს მსგავს ღონისძიებებს.

სადაც ჩვენ ვართ, ყველგან იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ბანერი. იქ, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

„დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთის შემდეგ, დღეს ქუთაისში იმართება, თუმცა კახეთისგან განსხვავებით, ადგილზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი ჯერ არ გაუშლიათ. არ ჩანს არც ოპოზიციის წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განკუთვნილი ატრიბუტიკა, რომელიც კახეთში მრავლად იყო.

საქართველოში დანიის საელჩო არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.

მერაბ.g შენისთანები რას დაკიდებენ, ან რაზე ჰკიდიხართ, ხალხს სულაც არ აინტერესებს; რახან მეცოცხეების შეხვედრას "დემოკრატიულს" დაარქმევთ, გგონია ამით მართლა დემოკრატიულები გახდებით თქვე მწამებლებო, მძარცველებო და სამშობლოს გამყიდველებო?
3 თვის უკან