რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, თვითონ რადიკალურმა ოპოზიციამ, მისმა მედროშემ - ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო პრეზიდენტმა, „ენჯეო“ სექტორის ნაწილმა გააკეთეს ყველაფერი, რომ საკუთარი ქვეყნის, მისი მოქალაქეების და ჩამოსული ვიზიტორების ინტერესები დაზიანებულიყო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეების გადმორგვასთან დაკავშირებით.
„რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, თვითონ რადიკალურმა ოპოზიციამ, მისმა მედროშემ - ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, „ენჯეო“ სექტორის ნაწილმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის, მისი მოქალაქეების და ჩამოსული ვიზიტორების ინტერესები დაზიანებულიყო. კენიის ხელისუფლების სასამართლო სტრუქტურებთან განუწყვეტელი რეკვის, უსაფუძვლო ბრალდებების ფონზე, ბუნებრივი სივრციდან ამოთხრილმა ბაობაბმა რამდენიმე წელი მისთვის არაბუნებრივ გარემოში ვერ გაძლო, სიცოცხლისუნარიანობა შეეზღუდა და სამწუხაროდ, გახმა ეს ხეები. პირდაპირი ბრალი, რა თქმა უნდა, მიუძღვით იმ მავნებლურ ძალებს, რომელთაც არ სურთ არც ქვეყნის წარმატება, არ უნდათ არც დენდროლოგიური პარკი, არც ჩამოსული ვიზიტორები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეკვეთილის დენდროპარკმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ბაობაბის ხეების გახმობასა და გადმორგვის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე.