დენდროლოგიური პარკის დირექტორმა, პაატა სულაბერიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა, თუ რატომ გახმა კენიაში მათ მიერ შეძენილი ბაობაბები.
მისივე თქმით, 2021 წელს კენიაში მათ მოსახლეობისგან ბაობაბის ხე 8 შეიძინეს.
„2021 წელს თითქმის, ყველა ხე მიწიდან ამოღებული იყო და დაიწყო მათი ტრანსპორტირება კენიის პორტისკენ. ამის შემდეგ, საქართველოდან რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან რამდენიმე წერილი გაიგზავნა და სატელეფონო ზარი განხორციელდა კენიის ხელისუფლებასა და სხვადასხვა უწყებაში, რამაც ტრანსპორტირების პროცესი შეაფერხა იმ მხრივ, რომ საქმე სასამართლოს გადაეცა. პროცესის გაწელვის გამო, საბოლოოდ, ხეების ჩამოტანა და გრუნტში ყოველგვარი წესების დაცვით ჩარგვა 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში მოხდა. შესაბამისად, ამ ყველაფერმა იმოქმედა ხეებზე, თითქმის, ორი წელი გრუნტიდან ამოღებული იდო მზის გულზე, სხვადასხვა პირობებში და ამან სერიოზული გავლენა მოახდინა ამ ხეებზე. თუმცა, ასევე განვმარტავ, რომ ჩვენ მიერ მანამდე, 2017-2018 წლებში საქართველოში არაერთი ბაობაბის ხე იყო ჩამოტანილი და ჩარგული, სრულიად ადეკვატურ დროში, რამაც მოგვცა ის შედგი, რომ დღესაც ყველა ბაობაბის ხე ცოცხალია“, - განაცხადა სულაბერიძემ.