ნიკა მელია: გვინდა, მომავალი იყოს ევროპული და მთავრობა იყოს კოალიციური

ნიკა მელია: გვინდა, მომავალი იყოს ევროპული და მთავრობა იყოს კოალიციური

გვინდა, მომავალი იყოს ევროპული და მთავრობა იყოს კოალიციური, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, სადაც პარტიამ შიდა ქართლის ოთხივე რაიონულ ცენტრში „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო შტაბი გახსნა.

მელიას თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის" უახლოეს კვირებში მოსახლეობის დიდ ნაწილს დაარწმუნებს, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არის.

„გვინდა, მომავალი იყოს ევროპული და მთავრობა იყოს კოალიციური. ამ კოალიციურ მთავრობაში გვინდა, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელიც იასპარეზებს საარჩევნო ნომერი 4-ით ჰქონდეს დიდი წილი, ვინაიდან გვჯერა, ხალხის ინტერესს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საუკეთესოდ ასახავს. მივესალმებით, რომ ოპოზიციურ ველზე არის მრავალფეროვანიო არჩევანი, მაგრამ მიმაჩნია, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საარჩევნო ნომერი 4-ით უახლოეს კვირებში დაარწმუნებს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არის. იმ ხელისუფლების ალტერნატივა, რომელმაც ყველაფერთან ერთად, გააღარიბა ქართველი ხალხი და პრაქტიკულად, გორის მოსახლეობა ქართველებისგან დაცალა. ამ ისტორიულ მომენტში ისტორია არის დასაწერი. ჩვენ ეს სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ. არ შეიძლება გორელმა იმედი დაკარგოს. არ შეიძლება გორელი ცალი თვალით მუდმივად ქვეყნიდან გაქცევაზე იყურებოდეს. მილიარდერი ივანიშვილის პირობებში, ღატაკი კიდევ უფრო არ უნდა გაღატაკებულიყო ამ ქვეყანაში და ღარიბი არ უნდა გაღარიბებულიყო. თავს უნდა დაუსვათ კითხვა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ პოლიტიკურ კორუფციაში არის ჩაფლული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და გორზე არ ფიქრობს“, - განაცხადა მელიამ.

ის დარწმუნებულია, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.

„ვინაიდან წელს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი. ძალიან კარგია, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვაცნობიერებთ, მაგრამ რა განგვასხვავებს ძალიან ბევრისგან- პირველ რიგში ის, რომ ძალიან მრავალფეროვანი ადამიანებით წარმოდგენილი გუნდი ვართ, რომელიც შედგება პარტია „ახალისგან“, პარტია „დროასგან“, „გირჩი მეტი თავისუფლებისგან“, ძალიან ბევრი, განსხვავებული, საინტერესო ადამიანისგან. ჩვენ ვიქნებით ყველგან, ყველა ქალაქში. დღეს შიდა ქართლში, ოთხივე რაიონულ ცენტრში იხსნება ოფისი. ეს იქნება ოფისი, სადაც გადაწყდება ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ბედი. ერთხელ და სამუდამოდ გორელებმა უნდა ირწმუნონ, რომ გორელების მიერ იქნება გორში პოლიტიკა განსაზღვრული“, - განაცხადა მელიამ.

მერაბ.g მომავალი აუცილებლად იქნება ევროპული - განათლება, კეთილდღეობა, ქრისტიანობა, ტრადიციები!
რაც შეეხება მთავრობას - ჯერ თქვენ საარჩევნო სიებზე შეჯერდით, მერე მერე ბარიერი გადალახეთ ... მერე იკითხეტ ხმების ნახევარზე მეტის ამღები ოცნება ისურვებს თუ არა ტქვენთან თანამშრომლობას და თუ 2008 წლის ომის პერიპეტიების შესწავლა დაიწყო, მერე ნახეთ თქვენი ბელადის (და კიდევ არაერთის) ფაღარათი!
3 თვის უკან