ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული, საჩივრებით და ა.შ. შეიქმნა ძალიან დიდი პრობლემები - ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრი მიმართულებით უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ევროპისკენ სავალ გზაზე.
„სამწუხაროა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დენდროლოგიური პარკი ეს არის ადგილი, რომელიც ასი ათასობით ადამიანს მასპინძლობს ყოველწლიურად, არის ულამაზესი სივრცე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით იქნა განხორციელებული, როგორც საქველმოქმედო პროექტი და ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით და გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომლებიც განკუთვნილი იყო აღნიშნული პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ, გახმა. გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ხეები იყო განთავსებული აღნიშნული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული, საჩივრებით და ა.შ. შეიქმნა ძალიან დიდი პრობლემები. ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერება, ამის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არ მიცემა ქვეყნისთვის, ასოცირების ხელშეკრულების ხელის არ მოწერა- ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელობას, ამ ქვეყანაში მშვიდობას და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პასუხი გავცეთ ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს“, - განაცხადა კალაძემ.