მედია: დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინაში ომს ფიცის დადებამდე დაასრულებს

მედია: დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინაში ომს ფიცის დადებამდე დაასრულებს

დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინაში ომს ფიცის დადებამდე დაასრულებს. ამის შესახებ მან გამოცემა BREITBART-ს განუცხადა.

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს იცნობს და სჯერა, რომ ომის დასრულება მოლაპარაკების გზით შესაძლებელია.

ტრამპის თქმით, თუ ამერიკელები პრეზიდენტად კამალა ჰარისს აირჩევენ, ის უკრაინაში ომს გააგრძელებს და მსოფლიოს გლობალურ კონფლიქტში ჩაითრევს.