არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

იგი „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზეა აგებული.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები. ხელფასებსაც იღებენ დღევანდელი ლიდერები რადიკალური ოპოზიციდან, პირდაპირ რუსეთიდან და რუსული ორგანიზაციებიდან. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ადამიანი, ვინც ოჯახთან ერთად, წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში და ბუნებრივია, სახლი ჰქონდა და იმის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საკუთარ სახლში ეცხოვრა. ახლა არჩევნების წინ, მათ აქედან გამოაცხვეს რაღაც უნიათო სენსაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.