არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული

არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული

არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ვიზიტს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით სტრატეგიულ დახმარებას და მეგობრობას და არა იმ, ბევრ შემთხვევაში ზღვარს გადასულ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ საქართველოში ხელისუფლების არასამართლებრივად, არაკანონიერად შეცვლისკენ არის მიმართული. დაელოდონ არჩევნებს. არა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში და პეკინში, არამედ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების და არა გაუარესების კუთხით წარმართული”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მერაბ.g ჩამოსვლა არაა პრობლემა, მაგრამ დახვედრაც ადეკვატური უნდა იყოს ... რამდენი სენატორი და კონგრესმენი ჩამოვა, სავალდებულო არაა, ყველას პრემიერი შეხვდეს! ...ს/საქმეთა მინისტრი, ვიცე სპიკერი ... რამდენი ნათელაშვილი, გვარამია, ხაბე, ბოკუჩავა ან სხვა რომ ჩავიდა, ყველას ბაიდენი ხვდება? შეცვდებიან სენატორის აპარატის უფროსის, ან რომელიღაც კომიტეტის უფროსის მესამე მოადგილის მეოთხე თანაშემწეს და სიხარულით არ არიან :))
თუ თანასწორუფლებიანი პარტნიორობაა, მიღება, დახვედრა, მილოცვა, თუ განცხადებაში მოხსენიება უნდა იყოს ერთნაირი
3 თვის უკან