„ტელეგრაფი: ირანის პრეზიდენტს, ისრაელთან სრულმასშტაბიანი ომის ნაცვლად, რეგიონში დამალულ „მოსადის“ ჯაშუშურ ბაზებზე დარტყმა სურს

„ტელეგრაფი: ირანის პრეზიდენტს, ისრაელთან სრულმასშტაბიანი ომის ნაცვლად, რეგიონში დამალულ „მოსადის“ ჯაშუშურ ბაზებზე დარტყმა სურს

ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ისრაელთან სრულმასშტაბიანი ომის ნაცვლად, რეგიონში დამალულ „მოსადის“ ჯაშუშურ ბაზებზე დარტყმა სურს, მათ შორის აზერბაიჯანში და ერაყის ქურთისტანში. ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს.

გამოცემის თანახმად, ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი ეწინააღმდეგება „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენლებს, რომლებსაც თელ-ავივისა და ისრაელის სხვა ქალაქების დაბომბვა სურთ.

„ფეზეშქიანმა შესთავაზა დარტყმა ისრაელთან დაკავშირებულ ადგილებზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ან [ერაყის] ქურთისტანში. თქვა, რომ ამ ქვეყნებს მანამდე აცნობონ და დაასრულონ მთელი დრამა. პრეზიდენტი არ გრძნობს თავს დამცირებულად, რადგან ეს მოხდა მისი ფიცის დადების შემდეგ რამდენიმე საათში“ – განუცხადა მასუდ ფეზეშქიანის ერთ-ერთმა თანაშემწემ „ტელეგრაფს“.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ფეზეშქიანთან დაახლოებულ ბევრ ადამიანს სჯერა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს უსაფრთხოების უყურადღებობა მიზანმიმართული იყო ფეზეშქიანის ომში ჩათრევისთვის.