დავით ქართველიშვილი:  „გამჭვირვალობის კანონზე“ ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც რუსული ამერიკული FARA-ს კანონის ფარგლებში, განსხვავებული აზრის ადამიანებს FBI-ს ძალებით თავისუფლებას უზღუდავენ

დავით ქართველიშვილი:  „გამჭვირვალობის კანონზე“ ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც რუსული ამერიკული FARA-ს კანონის ფარგლებში, განსხვავებული აზრის ადამიანებს FBI-ს ძალებით თავისუფლებას უზღუდავენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სალომე ზურაბიშვილთან გამოგზავნილ წერილს ეხმიანება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ბაიდენის წერილის ნაწყვეტსაც აქვეყნებს, სადაც მან „გამჭვირვალობის კანონზე“ პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ კანონი კრემლის სტილისაა და ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება.

„ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც კონკურენტებს ლიკვიდაციით ებრძვიან“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს თითქოს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს აფასებს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც მოქმედებს FARA-ს კანონი, რომლითაც განსხვავებული აზრის ადამიანებს თავისუფლებას უზღუდავენ.

"იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს" - ამას წერს კონსტიტუციის მიღმა მყოფ ზურაბიშვილს აშშ-ს პრეზიდენტი.

ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც 21-ე საუკუნეში ფოსტის გზავნილებით ატარებენ არჩევნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სასაფლაოების გარდაცვლილი ბინადრები. ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც კონგრესის წევრებად ასევე გარდაცვლილებს ირჩევენ. ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც თავის კონკურენტებს ფიზიკური ლიკვიდაციით ებრძვიან. ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც რუსული ამერიკული FARA-ს კანონის ფარგლებში, განსხვავებული აზრის ადამიანებს დევნიან და FBI-ს ძალებით თავისუფლებას უზღუდავენ.

თუ ჩემს მიერ მოყვანილი მოკლე ჩამონათვალი - დემოკრატიულია და შეესაბამება ევროკავშირის და ნატოს წევრობის სტანდარტებს - ჩვენ, ამ ყველაფრისგან, ამ ეტაპზე ალბათ თავს შევიკავებთ.“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.