კარგი იქნება, თუ ამ ქვეყანას განიხილავენ როგორც პარტნიორს და არა როგორც კლიენტს, რომელმაც დამკვეთის დავალებები პირნათლად უნდა შეასრულოს - ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ის ქვეყანას ასეთ მდგომარეობაში არ ჩააყენებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილის მტკიცებით, ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ წინააღმდეგ „უცხოური ფულით დაფინანსებული „ფეიკების“ გავრცელება არ სრულდება“.
ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლება ამის საპასუხოდ თავს იცავს.
„ესე იგი, თავი არ უნდა დაიცვა და რასაც დაგაბრალებენ, თავი უნდა დახარო და თქვა: - დამნაშავე ვარ, მეტი მეკუთვნის! ეს ქვეყანა ამის ღირსი არ არის!
კარგი იქნება თუ აშშ-ი საკითხს საფუძვლიანად შეხედავს და არა ისე, აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიისას ზოგადი განცხადებები, შოუსავით ფრაზები და სლოგანები რომ კეთდება... ასეთია დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
ამბობენ „დემოკრატიული უკუსვლა“ - რა არის ეს დემოკრატიული უკუსვლა? არასამთავრობო ორგანიზაციამ რომ ფული კანონიერად დახარჯოს, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა?! ის რომ ყველა ტელევიზია თავისუფალია, ბიზნესი და კერძო საკუთრება კი ხელშეუხებელი - ეს არის დემოკრატიული უკუსვლა?! ის, რომ საუკეთესო „საარჩევნო კოდექსი“ გვაქვს, რომლითაც გაყალბება პრაქტიკულად გამორიცხულია, ეს დემოკრატიული უკუსვლაა?! ის, რომ ეს პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოვა, რადგან ხალხს მათი ნაკეთები საქმე კარგად ახსოვს, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა?!
კარგი იქნება, თუ საკითხებში შინაარსობრივად გაერკვევიან და იმ მესიჯიდან გამოვლენ, რაც ერთხელ თითქმის მთელს მსოფლიოს ჩაუგდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რაც აშუშუს სულ ახლახან ავღანეთში დაემართა, მსოფლიო ისტორიაში ბისმარკის დროს საფრანგეთს თუ დამართნია მხოლოდ! მაინც რომ იბრიქებიან იმასავით; ვის რად უნდა მარცხის სიმბოლოს მიერ გაწვრთნილი ჯარი!
ყველაზე დიდი მათი გამარჯვება იყო ხიროსიმა და ნაგასაკი! მანამდე კი საკუთარ სახლში კუკლუსკლანი, ლინჩის სასამართლო, მონებით ვაჭრობა და ინდიელთა ამოჟლეტა!