„საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი საჩივრების გამო, შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაა ეხმიანება.
მეგრელიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა არც ოპოზიციაში ყოფნისას შეცვლილა და ის კვლავ დგას ტყუილზე, ღალატზე, უზნეობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე!
მისივე თქმით, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი რეგიონული მნიშვნელობის პროექტია და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ ებრძვის "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერ კარგს.
„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.
60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.
18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება; დარჩენილი 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასწლოვანი მცენარეა წარმოდგენილი.
დენდროლოგიური პარკის მცენარეთა კოლექციას რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხეც უნდა შემატებოდა, მაგრამ
საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე.
მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი საჩივრების გამო, შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.
პროცესის შესაფერხებლად მათი დავალებით ცრუ დაქირავებული ექსპერტები აყალბებდნენ ფაქტებს და კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად.
ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ. და ამ დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში დაიკარგა ძვირფასი დრო.
საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება.
დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა ოპოზიციაში ყოფნისას არ შეცვლილა, ის კვლავ დგას ტყუილზე, ღალატზე, უზნეობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე!
მართალია ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭებს ვეღარ ხოცავენ, მაგრამ არაჯანსაღი პროტესტისთვის იყენებენ ახალგაზრდებს და ცდილობენ მათი სისხლის დაღვრას.
ანუ მათ პოლიტიკურ ხელწერაში დიდი არაფერი შეიცვალა.
დავუბრუნდები თემას, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
რეგიონული მნიშვნელობის პროექტია და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორ ებრძვის "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერ კარგს.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული დიდი საქველმოქმედო პროექტია და ის გურიის რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს და ამ უნიკალური პარკის სილამაზით დატკბეს.
მინაწერი: ამ უნიკალური პარკის მოვლა პატრონობა ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს. ასე რომ მორჩით სპეკულაციებს და ამ დიდი სიმდიდრით, ჩაბრძანდით და ადგილზე დატკბით.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დირექტივების სატელევიზიო სივრცეში კარგად შემსრულებელ ტელევიზიებს მინდა მივმართო, ბაობაბის ხეებზე ისტერიულად რომ აკეთებდით სიუჟეტებს მაგან პოლიტიკურად არ გაამართლა და თუნდაც თქვენი სიმბოლური პოლიტიკური სამართლიანობისათვის ერთი ობიექტური სიუჟეტი მიუძღვენით დენდროლოგიურ პარკს, დამიჯერეთ ის ამად ღირს!“-წერს თამთა მეგრელიშვილი.