გიორგი ვოლსკი: ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ოკუპანტის სტატუსი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ შეეძლო, ის განსაცდელი აერიდებინა თავიდან საქართველოსთვის

გიორგი ვოლსკი: ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ოკუპანტის სტატუსი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ შეეძლო, ის განსაცდელი აერიდებინა თავიდან საქართველოსთვის

ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი შემოიჭრა, დღეს არის ოკუპანტი და ოკუპანტის სტატუსი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ შეეძლო, ის განსაცდელი აერიდებინა თავიდან საქართველოსთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო ერთხელ და მოვიგეთ მეორედ, სადაც დამტკიცებულია, რომ ოკუპაცია არის განგრძობითი პროცესი. ჰააგის სასამართლო მოვიგეთ და ფაქტობრივად, გადავარჩინეთ ჩვენი სამხედროები იმ ბრალდებისაგან, რაც „ნაცმოძრაობას“ თავისი ხელმოწერით, ოფიციალურ დონეზე დადასტურებული, რომ მათ დაიწყეს ეს საომარი მოქმედებები. რაც მთავარია, ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი შემოიჭრა, დღეს არის ოკუპანტი და ოკუპანტის სტატუსი აქვს. „ნაცმოძრაობას“ კი არ მოუგია, პირიქით - მათ შეიტანეს გაეროს სასამართლოში საკითხი და უკან გადმოუგდეს ისე, როგორც არასრულფასოვანი მასალა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს, მის ხელისუფლებას არ შეეძლო, სწორი ნაბიჯები გადაედგა და ის განსაცდელი აერიდებინა თავიდან საქართველოსთვის, რომელიც მან თავს დაატეხა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „განვითარებისთვის და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება.“