როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტიც კი იყო ჩართული, რომელიც პირდაპირ რეკავდა თურმე კენიაში, რომ თურმე როგორ შეიძლებოდა ბაობაბების საქართველოში გადმორგვა. ამ პროცესის გაჭიანურების შედეგად, დღეს ვნახეთ, რომ რვავე ხე არის გამხმარი, რითაც დაზიანდა როგორც პარკის ინტერესი, ასევე საზოგადოებრივი ინტერესი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად პირდაპირ მონაწილეობს საზოგადოებრივი სიკეთეების შეფერხებაში.
„ეს პარკი არის უფასო. საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ მივიდეს, დაისვენოს, დატკბეს იმ გარემოთი, რომელიც პარკში არის. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქნებიან თუ სამწუხაროდ უკვე პრეზიდენტიც კი ჩართული არის იმაში, რომ საზოგადოებრივი სიკეთე, რაც კი შეიძლება ამ ქვეყნაში არსებობდეს, როგორმე შეფერხდეს, შეჩერდეს ან საერთო ჯამში, გახმეს და ჩამოინგრეს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
შეკვეთილის დენდროპარკმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ბაობაბის ხეების გახმობასა და გადმორგვის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე.