საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია, „ქართულის“ მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსსა და მნიშვნელობაზე საუბრობს.
საუბარია წერილზე, რომლითაც საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს.
გიორგი კალანდიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა დამყარებული იყოს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. წერილის გამოქვეყნების მიზანიც სწორედ ეს არის.
„უკრაინაში მიმდინარე ომმა ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულებები შეცვალა. სამწუხაროდ, უფრო გამოიკვეთა დიდი ქვეყნების ინტერესი, ვიდრე საქართველოს ეროვნული ინტერესები. აი ეს, რომ არ დაიკარგოს, დიდი სტრატეგიული ჭიდაობის პერიოდში აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორობა იყოს დამყარებული საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“,-განაცხადა გიორგი კალანდიამ.
საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს ვრცელი წერილით მიმართავს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, საუბარია აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე.