კახა კალაძე: ძალიან სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა თბილისში ჩამოვიყვანოთ „მილანის“ ლეგენდები, ვფიქრობ სექტემბერში გამართული შეხვედრა ერთობ სასიამოვნო იქნება

კახა კალაძე: ძალიან სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა თბილისში ჩამოვიყვანოთ „მილანის“ ლეგენდები, ვფიქრობ სექტემბერში გამართული შეხვედრა ერთობ სასიამოვნო იქნება

ძალიან სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა თბილისში ჩამოვიყვანოთ „მილანის“ ლეგენდები, ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან დიდი სიამოვნება მიანიჭეს თავიანთ გულშემატკივარს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 21 სექტემბერს დაგეგმილ მატჩს.

„საქართველოშიც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს „მილანს“, იქიდან გამომდინარეც, რომ წლების განმავლობაში მე ამ კლუბის ღირსებას ვიცავდი, ძალიან დიდი წარმატება გვქონდა და მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოვლენ თბილისში. საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ, ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ვფიქრობ, სექტემბერში შეხვედრა, რომელიც გაიმართება, ერთობ სასიამოვნო იქნება. მანამდე ნაკრების თამაშები იქნება და მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, კარგ განწყობაზე შევხვდებით 21 სექტემბრის შეხვედრას“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება - ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან.