გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ - 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ - 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის

ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის.

„განწყობა არის ერთიანობისკენ, ცვლილებებისკენ, წინსვლისკენ, მომავლისა და ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ, ეს არჩევნები ხომ ამაზეა. პარტიული არჩევნები არ არის, ეს არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის, რომელშიც „ქართული ოცნება“ გვაცხოვრებს. ზოგადად, ხალხს ძალიან უჭირს. უჭირს გაზრდილი ფასები. გლეხის ნაშრომს არაფერს ფასი არ აქვს, რაზეც მონოპოლიებია, უზარმაზარი ფასი აქვს ყველაფერს. ამ მონოპოლიებს ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ, ყველა სოფელს მივხედავთ. წყლის, გზის პრობლემაა სოფლებში, ახალგაზრდები აღარ არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, შობადობა გაიზარდოს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მეტი შემოსავალი იყოს. ამ ყველაფერს აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მერაბ.g ამ სულელს რომ მოუსმინო, ოცნება უნდა წავიდეს და ის და მისი მწამებელთა და ომის წამგებთა პარტია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში :)) ვისშია საამისო "შეთანხმება?" ალბათ მის პარტიულ ოფისში
3 თვის უკან
Gami ეს, თავგასიებული მანჯგალაძე და ყბაჩამოვარდნილი ჩიხლაძე შეთნხმებულან. ვაშაძისთვის სხვა " საზიგადოება" ბუნებაში არ არსებობს!
3 თვის უკან
Maverick ჭიჭე, ჭუჭუც ვერ გახდა, მიხუის ჩუჩად ჩამოყალიბდა და რა ქნას აღარ იცის!
3 თვის უკან