2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, იმ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ომიდან ორ თვეში, ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე ხელის მოწერით ჩაიდინა, ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი უნდა აგოს.
„1633 რეზოლუციაში, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა განახორციელებს პირველად ცეცხლის გახსნა, რუსების ქმედებები კი მხოლოდ საპასუხო იყო, ამავდროულად მითითებული იყო, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა გამოიყენეს კასეტური ბომბები და მათ მძინარე ცხინვალი დაბომბეს - აი, ამ რეზოლუციას დაუჭირეს მათ მხარი. რა არის ეს, თუ არა ღალატი? ამ კითხვებს მათ პასუხი აუცილებლად უნდა გასცენ. მოუწევთ, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, - აღნიშნა გორდულაძემ.