ABC News: დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი 10 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატებზე შეთანხმდნენ

ABC News: დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი 10 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატებზე შეთანხმდნენ

დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი 10 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის თანახმაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ABC News-ზე გასამართ დებატებში. მიზეზად კი სარჩელს ასახელებდა, რომელიც ტელეკომპანიის წინააღმდეგ აქვს შეტანილი.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დებატების გამართვა“, - განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს.

მერაბ.g რასაც ვუყურებ, ეს კამალა ჰარისი ზურაბიშვილისა და ხაბეს დონის ინტელექტუალია და ტრამპს რა უნდა დაუპირისპიროს?
3 თვის უკან