ორი თაღლითი- ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელ ხაზარაძესა და კეზერაშვილს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ორი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული თაღლითი აფინანსებს.
მისი თქმით, გაუგებარია რას ჰპირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას, რადგან ბიზნესის რეკეტისა და სხვა დანაშაულების გარდა მათ არაფერი იციან.
„ორი თაღლითი აფინანსებს ოპოზიციას - ერთი საერთაშორისოდ აღიარებული კეზერაშვილი და მეორე, ქართული მართლმსაჯულებითა და აწ უკვე, საარბიტრაჟო სასამართლოთი, საერთაშორისოდ დეკლარირებული თაღლითი ხაზარაძე.
ამათმა რა უნდა დააბრუნონ, ბიზნესისა და მოსახლეობის რეკეტი? აბა, სხვა არაფერი იციან და ?!“- წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.