ABC News: რუმინელ ოლიგარქს ჰანთერ ბაიდენი აშშ-ის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად ჰყავდა დაქირავებული

ABC News: რუმინელ ოლიგარქს ჰანთერ ბაიდენი აშშ-ის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად ჰყავდა დაქირავებული

სპეციალური პროკურორის დევიდ ვაისის ოფისის პროკურორები ჰანთერ ბაიდენს რუმინელი ბიზნესმენისგან თანხების მიღებაში ადანაშაულებენ, რომელთა სანაცვლოდ „ის აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებზე ზეგავლენის მოპოვებას ცდილობდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჯო ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

თუ ეს ბრალდება სიმართლე აღმოჩნდება, პროკურორებს ჯო ბაიდენსა და მისი შვილის საქმიანობას შორის კავშირის დადგენა შეეძლებათ, რაზეც „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები მრავალი წელია საუბრობენ.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რუმინელმა ბიზნესმენმა გაბრიელ პოპოვიჩუმ ჰანთერ ბაიდენი 2015 წელს იურიდიული საქმიანობისთვის დაიქირავა. იმ დროს პოპოვიჩუს სამშობლოში ბრალად კორუფცია ედებოდა.

საქმის პროკურორები ამტკიცებენ, რომ ჰანთერ ბაიდენმა და მისმა ორმა პარტნიორმა 2015 – 2017 წლებში 3 მილიონი დოლარი გაიყვეს, რომელიც მათ პოპოვიჩუმ გადაურიცხა.

მერაბ.g უკრაინიდან, ჩინეთიდან, რუმინეთიდან ყველასგან ფულს იღებდა ეს არამზადა?
3 თვის უკან